GHA

დანერგე HACCP შენს ობიექტზე შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსთან“ ერთად

თუ მართავ კვების ობიექტს, წარმოებას, კაფეს, რესტორანს, საცხობს, სასტუმროს სამზარეულოს, მაღაზიას ან სხვა სურსათის ბიზნესს, HACCP მხოლოდ დოკუმენტი არ უნდა იყოს.

სწორად დანერგილი სისტემა დაგეხმარება ყოველდღიურად აკონტროლო რისკები, მოაწესრიგო პროცესები, შეამცირო დარღვევების ალბათობა და უფრო მომზადებული შეხვდე სახელმწიფო კონტროლს.

შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“ გთავაზობს HACCP-ის სრულ დანერგვას თქვენი ობიექტის რეალური საქმიანობის მიხედვით.

რას მოიცავს მომსახურება?

  • ობიექტის პირველადი შეფასება;
  • არსებული პროცესების შესწავლა;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • ტექნოლოგიური პროცესების აღწერა;
  • კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრა;
  • საჭირო პროცედურებისა და SOP-ების მომზადება;
  • შესაბამისი ჟურნალებისა და ფორმების შემუშავება;
  • მიკვლევადობის სისტემის მოწესრიგება;
  • დასუფთავება-დეზინფექციის პროგრამა;
  • პერსონალის ჰიგიენის მოთხოვნები;
  • ტემპერატურული კონტროლის სისტემა;
  • მომწოდებლებისა და პროდუქტის მიღების კონტროლი;
  • თანამშრომლების პრაქტიკული სწავლება;
  • სისტემის საბოლოო გადამოწმება.

ჩვენ არ ვამზადებთ მხოლოდ საქაღალდეში შესანახ დოკუმენტაციას.

ჩვენი მიზანია, HACCP იყოს რეალურად გამოსაყენებელი სისტემა, რომელსაც თქვენი თანამშრომლები გაიგებენ და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.

რატომ საქართველოს ჰასპის ალიანსი?

ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკულ მიდგომაზე! სისტემა იქმნება კონკრეტული ობიექტის საქმიანობის, პროდუქტის, ტექნოლოგიური პროცესებისა და რეალური რისკების მიხედვით.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემდგომი მხარდაჭერაც:

  • პერიოდული აუდიტები;
  • ჟურნალების გადამოწმება;
  • თანამშრომლების დამატებითი სწავლება;
  • პროცესების განახლება;
  • ელექტრონული HACCP ჟურნალების გამოყენება;
  • ობიექტის ინსპექტირებისთვის მომზადება.

გსურთ გაიგოთ, რა სჭირდება თქვენს ობიექტს?

დაგვიკავშირდით და პირველადი კონსულტაციის შემდეგ შეგირჩევთ შესაბამის მომსახურებას.

info@gha.ge

(+995) 592 07 66 63

შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“
Georgian HACCP Alliance (GHA)

HACCP არ არის მხოლოდ მოთხოვნა! ეს არის უსაფრთხო და მართვადი ბიზნესის სისტემა!


ატვირთეთ თქვენი ობიექტის ფოტოები და მიიღეთ სურსათის უვნებლობის პირველადი შეფასება — ტექსტური ანალიზით და ფოტოებზე მონიშნული ძირითადი საკითხებით.

GHA AI სურსათის უვნებლობის ინსპექტორი

Scroll to Top