GHA

ვაკანსია — გაყიდვების წარმომადგენელი (B2B)

კომპანია: შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი”
პოზიცია: გაყიდვების წარმომადგენელი / გაყიდვების პარტნიორი
სამუშაო ფორმატი: დისტანციური, მოქნილი გრაფიკი
მდებარეობა: საქართველოს მასშტაბით
ანაზღაურება: საკომისიო, შედეგზე დაფუძნებული
ფიქსირებული ხელფასი: არ არის გათვალისწინებული

კომპანიის შესახებ

შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი” არის კომპანია, რომელიც საქმიანობს სურსათის უვნებლობის, HACCP-ის სისტემების დანერგვის, პროფესიული ტრენინგებისა და კვების ბიზნესისთვის ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ კვების ობიექტებთან, რესტორნებთან, კაფეებთან, საწარმოებთან და სხვა ბიზნესოპერატორებთან.

კომპანიის საქმიანობის გაფართოების მიზნით ვეძებთ დამოუკიდებელ გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია შედეგზე დაფუძნებული თანამშრომლობით.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კომპანიებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;
  • შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი”-ს მომსახურებების გაცნობა და შეთავაზება;
  • დაინტერესებულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • კომერციული შეთავაზებების მიწოდება;
  • გაყიდვების პროცესის კოორდინაცია ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • კლიენტებთან კომუნიკაციის შესახებ მოკლე ანგარიშგება.

პროფესიულ კონსულტაციას, HACCP-ის დანერგვას, ტრენინგების ჩატარებასა და ციფრული მომსახურებების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანიის შესაბამისი წარმომადგენელი.

ანაზღაურების პირობები

თანამშრომლობა ითვალისწინებს შემდეგ საკომისიო ანაზღაურებას:

მომსახურება საკომისიო
HACCP-ის სისტემის დანერგვა 7%
ელექტრონული ჟურნალების ახალი მომხმარებელი პირველი გადახდის 15%
ფასიანი ტრენინგების გაყიდვა 7%
სხვა მომსახურებები და მსხვილი პროექტები წინასწარი შეთანხმებით

საკომისიო გამოითვლება კომპანიის მიერ ფაქტობრივად მიღებული თანხიდან, დღგ-ის გარეშე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მაგალითად:

  • HACCP-ის დანერგვა — 1,000 ლარი; წარმომადგენლის საკომისიო — 70 ლარი.
  • ელექტრონული ჟურნალის გამოწერა — 50 ლარი; წარმომადგენლის ერთჯერადი საკომისიო — 7.50 ლარი.
  • ტრენინგის გაყიდვა — 500 ლარი; საკომისიო — 35 ლარი.

მნიშვნელოვანი პირობები:

  1. ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი არ არის გათვალისწინებული.
  2. საკომისიო გაიცემა მხოლოდ იმ კლიენტებზე, რომლებიც წარმომადგენელმა მოიზიდა და რომლებიც კომპანიამ წინასწარ დაადასტურა, როგორც მისი კლიენტები.
  3. ანაზღაურების უფლება წარმოიშობა კლიენტის მიერ შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის შემდეგ.
  4. ელექტრონული ჟურნალების შემთხვევაში საკომისიო ერთჯერადია და არ ვრცელდება შემდგომ ყოველთვიურ გადახდებზე.
  5. მხოლოდ შეხვედრის დანიშვნა ან დაინტერესებული პირის საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება საკომისიოს მიღების საფუძველი არ არის.
  6. ფასდაკლების შეთავაზება ან კომპანიის სახელით ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი თანხმობით.
  7. თანამშრომლობის სამართლებრივი ფორმა, ანგარიშსწორების ვადები და სხვა პირობები განისაზღვრება წერილობითი ხელშეკრულებით.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ

  • გამართული ქართულით კომუნიკაცია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარები;
  • კომპიუტერისა და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება.

B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

HACCP-ის წინასწარი ცოდნა სავალდებულო არ არის. კომპანია უზრუნველყოფს მომსახურებების შესახებ გაცნობით ინფორმაციასა და შესაბამისი მასალების მიწოდებას.

რას გთავაზობთ?

  • დისტანციური თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • კომპანიის მომსახურებების შესახებ საინფორმაციო მასალებს;
  • კომერციული შეთავაზებების შაბლონებს;
  • პროფესიულ მხარდაჭერას კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესში;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.

როგორ გამოეხმაუროთ ვაკანსიას?

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე მითითებულ მაილზე: info@gha.ge

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ ანაზღაურების პირობებს.

აღნიშნული შეთავაზება განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან დამოუკიდებელი, შედეგზე დაფუძნებული თანამშრომლობით და არა ფიქსირებული ანაზღაურების მქონე სრულგანაკვეთიანი პოზიციით.

Georgian HACCP Alliance

Scroll to Top