საქართველოს ჰასპის ალიანსი იწყებს HACCP სპეციალისტების მომზადების ახალ, 2-თვიან ონლაინ სასწავლო პროგრამას.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის მიმართულებით საფუძვლიანი ცოდნის მიღება და მომავალში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ეს არ არის მხოლოდ HACCP-ის ზოგადი გაცნობითი კურსი. სწავლების განმავლობაში მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან HACCP სისტემის შექმნის, დანერგვის, დოკუმენტირების, მონიტორინგისა და შეფასების ძირითად პროცესებს.
რას ისწავლი?
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება:
- HACCP-ის პრინციპები და სურსათის უვნებლობის საფუძვლები;
- წინასწარი პროგრამები (PRP);
- საწარმოო პროცესების შესწავლა და ტექნოლოგიური სქემების შედგენა;
- ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების იდენტიფიცირება;
- საფრთხეების ანალიზი და რისკების შეფასება;
- CCP და OPRP საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა;
- კრიტიკული ზღვრებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა;
- მაკორექტირებელი ღონისძიებები;
- მიკვლევადობა და პროდუქტის უკან გამოთხოვა;
- HACCP დოკუმენტაციის მომზადება;
- SOP-ების, ჟურნალებისა და სამუშაო ფორმების შექმნა;
- შიდა აუდიტისა და პერიოდული გადამოწმების ჩატარება;
- არსებული HACCP სისტემის შეფასება;
- პრაქტიკული ქეისების განხილვა.
სწავლების მიზანია, მონაწილემ კურსის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ იცოდეს რა არის HACCP, არამედ ესმოდეს როგორ მუშაობს სისტემა რეალურ ბიზნესში და როგორ უნდა მოხდეს მისი სწორად დანერგვა და კონტროლი.
სწავლების ფორმატი
📚 ხანგრძლივობა: 2 თვე
💻 ფორმატი: ონლაინ
📅 სწავლება: კვირაში 2 დღე
💰 პროგრამის ღირებულება: 1 000 ლარი
პროგრამა აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ მაგალითებს, დავალებებსა და რეალური სამუშაო პროცესების განხილვას.
ვისთვის არის პროგრამა?
პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება:
- მათთვის, ვისაც სურს HACCP-ის სპეციალისტად განვითარება;
- კვების ბიზნესის მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;
- სურსათის წარმოებისა და საზოგადოებრივი კვების სფეროში დასაქმებული პირებისთვის;
- ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის;
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურთ ახალი პროფესიული მიმართულების შესწავლა;
- მათთვის, ვისაც მომავალში HACCP-ის მიმართულებით დამოუკიდებლად მუშაობა სურს.
რეგისტრაცია
ადგილები შეზღუდულია.
📌 განაცხადების მიღების ბოლო ვადა — 10 სექტემბერი, 2026.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ განაცხადი მითითებულ ვადამდე.
გახდი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ HACCP-ზე საუბარი, არამედ მისი პრაქტიკაში დანერგვა.
საქართველოს ჰასპის ალიანსი
Georgian HACCP Alliance
🌐 www.gha.ge
📞 +995 592 07 66 63
