სურსათის ბიზნესში HACCP-ის დანერგვა მხოლოდ დოკუმენტაციის მომზადებას არ ნიშნავს. სისტემა ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს, უნდა ივსებოდეს ჟურნალები, კონტროლდებოდეს პროცესები, ფიქსირდებოდეს შეუსაბამობები და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ჩანაწერების სწრაფად მოძიება.
სწორედ ამიტომ საქართველოს HACCP ალიანსმა — GHA-მ მოამზადა ახალი პროდუქტი:
GHA e-Journals – ელექტრონული HACCP ჟურნალების სისტემა
სისტემა განკუთვნილია კვების ობიექტებისთვის, წარმოებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, კაფე-რესტორნებისთვის, სადისტრიბუციო კომპანიებისა და სხვა სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის.
ეს არ არის უბრალოდ ცარიელი Excel-ის ცხრილების ნაკრები.
სისტემა საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში აწარმოოთ HACCP-ისთვის საჭირო ჩანაწერები: პროდუქტის მიღებიდან და მიკვლევადობიდან დაწყებული, ტემპერატურული კონტროლით, დასუფთავება-დეზინფექციითა და შეუსაბამობების მართვით დასრულებული.
რას მიიღებთ?
✓ საქმიანობაზე მორგებულ ელექტრონულ HACCP ჟურნალებს;
✓ პროდუქტის მიღებისა და შესაბამისობის კონტროლს;
✓ მაცივრისა და საყინულის ტემპერატურის ჩანაწერებს;
✓ თერმული დამუშავებისა და მზა პროდუქტის კონტროლს;
✓ დასუფთავება-დეზინფექციის ჩანაწერებს;
✓ პერსონალის ჰიგიენის კონტროლს;
✓ მავნებლების, წყლისა და ნარჩენების კონტროლის ფორმებს;
✓ პროდუქტის მიკვლევადობის ჟურნალს;
✓ შეუსაბამობებისა და კორექტიული ღონისძიებების აღრიცხვას;
✓ ჩანაწერების რედაქტირებისა და გადამოწმების შესაძლებლობას;
✓ წაშლილი ჩანაწერის სტატუსით შენარჩუნებას;
✓ სასურველი პერიოდის ჩანაწერების PDF ფორმატში მომზადებას.
სისტემა შესაძლებელია მოეწყოს ჰიბრიდული პრინციპითაც — ის ჟურნალები, რომელთა შევსებაც სამუშაო ადგილზე ქაღალდზე უფრო მოსახერხებელია, დარჩეს ბეჭდურ ფორმატში, ხოლო ძირითადი კონტროლი და მნიშვნელოვანი ჩანაწერები ელექტრონულად იწარმოოს.
🔒 თქვენი მონაცემები — თქვენს კომპიუტერში
GHA e-Journals-ის ლოკალური ვერსიის გამოყენებას არ სჭირდება ცალკე ვებგვერდი ან ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი.
სისტემა გადაეცემა კონკრეტულ ბიზნესს და მონაცემები ინახება მის სამუშაო კომპიუტერში.
💰 ღირებულება — 350 ₾ ერთჯერადად
ფასი მოიცავს სისტემის კონკრეტულ საქმიანობაზე მორგებას, შესაბამისი ჟურნალების შერჩევას/გამზადებას და გამოყენების ინსტრუქტაჟს.
ყოველთვიური გადასახადი — 0 ₾.
ასევე მოქმედებს სპეციალური პირობები იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც GHA-სთან ერთად ახორციელებენ HACCP სისტემის სრულ დანერგვას.
📩 შეკვეთისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ info@gha.ge ან დარეკეთ ნომერზე (+995) 592 07 66 63
