საქართველოს HACCP ალიანსი
ხორცის მიკვლევადობა — როგორ შევამოწმოთ მომწოდებელი?
პრაქტიკული კითხვარი საშაურმეებისთვის, რესტორნებისთვის, ხორცის მაღაზიებისა და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის.
თუ დღეს მიღებულ ხორცზე კითხვა გაჩნდება, უნდა შეძლოთ სწრაფად დაადგინოთ, ვინ მოგაწოდათ, როდის მიიღეთ, რა რაოდენობით და რომელ პარტიას ეკუთვნის. ამისთვის მიღების ჩანაწერი დაუკავშირეთ პროდუქტის ეტიკეტს, მარკირებას ან შესაბამის თანმხლებ დოკუმენტს.
შეამოწმეთ ერთი რეალური მიწოდება
უპასუხეთ იმ დოკუმენტებისა და შემოწმების შედეგების მიხედვით, რომლებიც ხელთ გაქვთ. „არ ეხება“ მონიშნეთ მხოლოდ მაშინ, როცა გადაამოწმეთ, რომ მოთხოვნა ამ საქმიანობაზე ან პროდუქტზე არ ვრცელდება.
რა შევინახოთ მიღების ჟურნალში?
მიღების თარიღი, მომწოდებელი, პროდუქტის დასახელება და რაოდენობა, პარტიის ან ტვირთის საიდენტიფიკაციო მონაცემი, თანმხლები დოკუმენტის ნომერი, გაზომილი ტემპერატურა, მიღების გადაწყვეტილება და პასუხისმგებელი პირი. თუ პარტია უარყავით ან გასარკვევად გადადეთ, ჩაიწერეთ მიზეზი და მიღებული ზომა.
