GHA

HACCP ტრენინგ პროგრამა ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად აქტიურად გრძელდება

შპს “საქრთველოს ჰასპის ალიანსი”-ისა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ერთობლივი HACCP ტრენინგ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მონაწილეების მხრიდან ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.

პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა, ხოლო მონაწილეებს წინ კიდევ რამდენიმე პრაქტიკული და ინფორმაციულად დატვირთული ტრენინგი ელოდებათ.

ტრენინგების მთავარი მიზანია სურსათის უვნებლობის სფეროში პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ისეთი უნარების განვითარება, რომელიც რეალურად გამოიყენება როგორც დასაქმების, ისე საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის.

მონაწილეები ეტაპობრივად სწავლობენ:

  • HACCP სისტემის ძირითად პრინციპებს
  • სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებს
  • ჰიგიენის პრაქტიკულ მოთხოვნებს
  • კვების ობიექტებისთვის აუცილებელ პროცედურებს
  • რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკულ შემთხვევებს

პროგრამას უძღვება Georgian HACCP Alliance-ის დირექტორი აკაკი წოწონავა, რომელიც მონაწილეებს უზიარებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას.

განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაში და რეგიონებში ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

Georgian HACCP Alliance აგრძელებს აქტიურ საქმიანობას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

Scroll to Top