GHA

იწყება Georgia HACCP 360° რეგიონული ტური – ცოდნა, რომელიც ბიზნესს ქმნის

შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი” იწყებს ახალ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს – Georgia HACCP 360° რეგიონულ ტურს, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეების, ახალგაზრდების, დამწყები მეწარმეების და მოქმედი ბიზნესების გაძლიერება პრაქტიკული ცოდნით.

პროექტი აერთიანებს სამ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რომელიც აუცილებელია წარმატებული და დაცული ბიზნესის შესაქმნელად:

რას ვისწავლით ტურის ფარგლებში?

ბიზნესის რეგისტრაცია და დაწყება

მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას:

  • როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი საქართველოში

  • რომელი ფორმაა უკეთესი – ინდ. მეწარმე თუ შპს

  • რა დოკუმენტებია საჭირო

  • როგორ დავიწყოთ საქმიანობა სწორად და მინიმალური რისკებით

  • როგორ გავხსნათ კაფე, მაღაზია, საწარმო ან სხვა საქმიანობა

სურსათის უვნებლობის პრინციპები (HACCP)

თუ ბიზნესი დაკავშირებულია კვებასთან, ეს მიმართულება გადამწყვეტია.

შევისწავლით:

  • სურსათის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს

  • ჰიგიენის წესებს

  • HACCP სისტემის საფუძვლებს

  • ინსპექტირებისათვის მზადყოფნას

  • შეცდომებს, რომლებიც ხშირად აჯარიმებს ბიზნესს

ბიზნეს იურისფრუდენცია

ბიზნესს სჭირდება სამართლებრივი დაცვაც.

მონაწილეები გაეცნობიან:

  • ხელშეკრულებების სწორად გაფორმებას

  • მომხმარებელთან დავების მართვას

  • თანამშრომლებთან სამართლებრივ ურთიერთობას

  • ბიზნესის დაცვის ძირითად მექანიზმებს

  • სასამართლოსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის საფუძვლებს

ვისთვის არის ეს ტური?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • დამწყებ მეწარმეებს

  • სტუდენტებს და ახალგაზრდებს

  • მოქმედ ბიზნესებს

  • კაფეებისა და რესტორნების მფლობელებს

  • ქალ მეწარმეებს

  • დასაქმების მსურველებს

  • ყველას, ვისაც საკუთარი საქმის დაწყება სურს

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?

დღეს ბევრ ადამიანს აქვს იდეა, მაგრამ არ აქვს სწორი ცოდნა. Georgia HACCP 360° სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება, მივიტანოთ პრაქტიკული ცოდნა რეგიონებში და დავეხმაროთ ადამიანებს საკუთარი მომავლის შექმნაში.

გახდი ცვლილების ნაწილი

თუ გსურს დაესწრო ტრენინგს, გახდე პარტნიორი ან მიიღო ინფორმაცია შემდეგი ქალაქის შესახებ – დაგვიკავშირდი.

E: info@gha.ge

🌐 www.gha.ge

📞 +995 592 076 663

Scroll to Top