GHA

როგორ ვისწავლოთ HACCP და მივიღოთ პროფესიული სერტიფიკატი – შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებითაც

სურსათის უსაფრთხოება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კვების ბიზნესისთვის. ნებისმიერ კვების ობიექტს, რესტორანს, კაფეს, საწარმოს თუ მცირე წარმოებას აუცილებელია ჰქონდეს სწორად დანერგილი HACCP სისტემა და იცოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სწორედ ამ მიზნისთვის “საქართველოს ჰასპის ალიანსი” იწყებს პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას – Food Business Safety Training, რომელიც შექმნილია მეწარმეებისთვის, კვების სფეროში დასაქმებული პირებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გეგმავს კვების ბიზნესის დაწყებას.

პროგრამის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ:

• სწორად დანერგონ HACCP სისტემა

• მოემზადონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირებისათვის

• მართონ კვების ბიზნესი უსაფრთხოდ და კანონმდებლობის შესაბამისად

• თავიდან აირიდონ ჯარიმები და სამართლებრივი პრობლემები

პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და სპეციალურ სასწავლო მასალებზე, მათ შორის ავტორის წიგნებზე:

• „HACCP – პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიზნესებისთვის“

• „მეწარმის ბიბლია“

• „მე და სასამართლო“

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან:

• HACCP სისტემის საფუძვლებს და პრაქტიკულ დანერგვას

• კვების ობიექტებში საფრთხეების იდენტიფიკაციას და კონტროლს

• HACCP ჟურნალების სწორად წარმოებას

• სურსათის ინსპექტორისთვის მზადყოფნას

• კვების ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ასპექტებს

• მეწარმის სამართლებრივ პასუხისმგებლობას

კურსის ფორმატი

ხანგრძლივობა: 2 კვირა

სასწავლო დღეები: კვირაში 3 დღე

სასწავლო ფორმატი: პრაქტიკული ტრენინგი

ჯგუფში მაქსიმუმ მონაწილეობას მიიღებს 30 ადამიანი, რაც უზრუნველყოფს თითოეული მონაწილისთვის აქტიურ ჩართულობას და პრაქტიკულ მუშაობას.

კურსის ღირებულება

ერთი მონაწილისთვის კურსის ღირებულება შეადგენს 450 ლარს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს Food Business Safety Training პროგრამის გავლას.

სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო დაფინანსება

საინტერესო შესაძლებლობა არსებობს იმ პირებისთვისაც, ვისაც სურს კურსის გავლა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია პროფესიული გადამზადების დაფინანსება. განსაკუთრებით ხშირად ასეთ პროგრამებში მონაწილეობენ:

• ახალგაზრდები

• ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები

• მიგრანტები და ეკო-მიგრანტები

• სოციალურად დაუცველი მოქალაქეები

• დამწყები მეწარმეები

ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და მოითხოვონ პროფესიული გადამზადების დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გარკვეული პროგრამების ფარგლებში ახალგაზრდებს შეიძლება დაუფინანსდეთ მსგავსი პროფესიული ტრენინგები, მაქსიმუმ 800 ლარის ფარგლებში.

დაინტერესებულ პირებს შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი” მზად არის მიაწოდოს ინფორმაცია და კონსულტაცია, თუ როგორ შეიძლება მიმართონ შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს და რა ნაბიჯებია საჭირო დაფინანსების მისაღებად.

როგორ ჩაერთოთ პროგრამაში

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ პირადი შეტყობინებით (WhatsApp) ან ოფიციალური გვერდის საშუალებით (info@gha.ge), რის შემდეგაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციისა და პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

ადგილები შეზღუდულია!

საქართველოს ჰასპის ალიანსი მიზნად ისახავს კვების სფეროში უსაფრთხო გარემოს შექმნას და მეწარმეების პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ხარისხიანი და უსაფრთხო სურსათის წარმოებას საქართველოში.

Scroll to Top