საქართველოს ჰასპის ალიანსი-ს წარმომადგენელი, აკაკი წოწონავა, სტუმრად იმყოფებოდა აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემაში „დილის ტალღა“, სადაც ისაუბრა სურსათის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და HACCP სისტემის როლზე თანამედროვე კვების ბიზნესში.
ინტერვიუს ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას, კვების ობიექტებში რისკების პრევენციას და სურსათის უსაფრთხოების სისტემების სწორ დანერგვას.
საუბრის დროს ასევე განხილული იყო ბიზნეს ოპერატორებისთვის HACCP სისტემის პრაქტიკული მნიშვნელობა, პერსონალის ცოდნისა და სწორი პროცესების ორგანიზების როლი, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და სტაბილური სამუშაო გარემოს შექმნას კვების სექტორში.
გადაცემის განმავლობაში წარმოდგენილი იყო Georgian HACCP Alliance-ის მიერ გამოცემული წიგნები – „HACCP – პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიზნესებისთვის“ და „მეწარმის ბიბლია“, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეებისა და კვების სფეროს წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.
საქართველოს ჰასპის ალიანსი აგრძელებს მუშაობას სურსათის უსაფრთხოების კულტურის განვითარებაზე და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაზე, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მნიშვნელოვან მიმართულებაში.
ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/share/v/14aUSJz4i3L/
