შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი” აცხადებს ექსკლუზიურ 2-დღიან ონლაინ ტრენინგს, რომელიც განკუთვნილია ემიგრანტებისთვის, ვინც გეგმავს ბიზნესის დაწყებას, განვითარებას ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი საქმიანობის სისტემურად მართვას.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში და მოიცავს ორ ცალკე სესიას, თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგის ფარგლებში განიხილება:
-
ბიზნესის იდეის სწორად ჩამოყალიბება
-
ბიზნესის დაწყების ეტაპები საქართველოში
-
განვითარების სტრატეგიები და რეალური პრაქტიკული მიდგომები
-
რეგულაციები, პასუხისმგებლობები და რისკების მართვა
-
ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილება
ტრენინგის თარიღი და დრო შეირჩევა მონაწილეებთან ერთად, მათი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ცხრილის შევსება, რომლის საფუძველზეც მოხდება:
-
მონაწილეთა ჯგუფის ფორმირება
-
ტრენინგის საბოლოო განრიგის შეთანხმება
-
ტექნიკური დეტალების მიწოდება
“საქართველოს ჰასპის ალიანსი”-ს მიზანია, ემიგრანტებს მიაწოდოს რეალური, პრაქტიკული და გამოყენებადი ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესში სწორი და უსაფრთხო ნაბიჯების გადადგმაში.
📩 რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა.
