GHA

წარმატებით ჩატარდა HACCP-ის მეორე ლექცია პროფესიულ სასწავლებელ “ბლექსი”-ში

შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი”-სა და პროფესიულ სასწავლებელ “ბლექსი”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს წარმატებით ჩატარდა HACCP-ის სასწავლო კურსის მეორე ლექცია.

მეორე ლექცია დაეთმო HACCP-ის 7 პრინციპის პრაქტიკულ განხილვას, განსაკუთრებული ყურადღებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • საფრთხეების იდენტიფიკაცია

  • კრიტიკული საკონტროლო წერტილები (CCP)

  • კრიტიკული ზღვრის დადგენა

  • მონიტორინგი, კორექტიული ქმედება, ვერიფიკაცია და დოკუმენტაცია

ლექცია მიმდინარეობდა ინტერაქტიულ ფორმატში, პრაქტიკული მაგალითებისა და რეალური სიტუაციების განხილვით, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების, არამედ HACCP-ის რეალურ სამუშაო გარემოში გააზრების.

სასწავლო პროცესი სრულად ფინანსდება საქართველოს ჰასპის ალიანსის მიერ და სტუდენტებისთვის არის სრულიად უფასო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ მნიშვნელობას.

კურსის მიზანია პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის სურსათის უვნებლობის კულტურის ჩამოყალიბება, რათა ისინი მომავალში გახდნენ პასუხისმგებელი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები კვების სფეროში.

სასწავლო კურსი გრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ლექციებს, სამუშაო დავალებებსა და დისკუსიებს.

Scroll to Top