GHA

ექსკლუზიური ბიზნეს ტრენინგი! – მიღება უკვე დაწყებულია (NOVALINE academy)

LOVALINE Academy (შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსის“ საგანმანათლებლო პროექტი) აცხადებს განაცხადების მიღებას უნიკალურ პრაქტიკულ ტრენინგზე, რომელიც დაეხმარება დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ბიზნესის სწორად დაწყებაში, მართვასა და განვითარებაში.

ტრენინგი ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და სხვა რეგიონებში – მოთხოვნის მიხედვით.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ქვემოთ.

შერჩეულ კანდიდატებს ინდივიდუალურად ეცნობებათ ჯგუფის გახსნის თარიღი და ქალაქი.

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს:

  • სწორად დაგეგმოს ბიზნესის გახსნა

  • აირჩიოს სამართლებრივი ფორმა

  • დაითვალოს საწყისი ბიუჯეტი

  • თავიდან აირიდოს ყველაზე გავრცელებული შეცდომები

  • მოამზადოს საკუთარი ბიზნესის მოქმედების გეგმა

ტრენინგის ფორმატი

  • ხანგრძლივობა: 1 კვირა

  • სიხშირე: კვირაში 3 დღე

  • ფორმატი: პრაქტიკული ინტენსივი

  • ტრენერი: აკაკი წოწონავა

  • საფუძველი: ავტორის წიგნი – „მეწარმის ბიბლია“

სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა:

✅ LOVALINE Academy-ს ოფიციალური სერტიფიკატი

✅ მითითებული აკადემიური საათებით

✅ ტრენერის ხელმოწერით

სერტიფიკატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პროფესიულ პორტფოლიოსა და CV-ში.

მონაწილეობის ღირებულება

სტანდარტული ღირებულება: 150 ლარი

სპეციალური ინფორმაცია: აღნიშნული პროგრამა ხორციელდება კომპანიის მიერ მოზიდული დაფინანსების თანადაფინანსებით, რის შედეგადაც ტრენინგის ფასი მაქსიმალურად შემცირებულია და წარმოადგენს ექსკლუზიურ შეთავაზებას.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ჩატარების ქალაქები

ტრენინგები დაიგეგმება განაცხადების გეოგრაფიის მიხედვით.

მაგალითად:

  • ბათუმი

  • ქუთაისი

  • თბილისი

  • სხვა ქალაქები (მოთხოვნის შემთხვევაში)

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განაცხადის სრულად შევსება.

მონაწილეობის განაცხადი

გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. შერჩევის შემდეგ დაგიკავშირდებათ LOVALINE Academy.

სახელი და გვარი
საქმიანობის სტატუსი
აირჩევდით თუ არა წიგნის დამატებით მიღებას
ეთანხმებით მონაცემების დამუშავებას
Scroll to Top