GHA

ზუგდიდში HACCP-ის ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო – (ტრენინგი უფასოა)

შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“ გაცნობებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაგეგმილი საგანმანათლებლო ტრენინგი სურსათის უვნებლობის მიმართულებით რეგისტრაცია დაიწყო.

📅 ტრენინგის თარიღი: 22 მაისი
🕛 დაწყების დრო: 12:00 საათი
📍 ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 (4 სართული)

ტრენინგის შესახებ

ტრენინგი დაეთმობა HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემის პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტს და აუცილებელია ყველა კვების ობიექტისთვის.

პროგრამა მორგებულია როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ისე უკვე მოქმედი ბიზნესებისთვის, მზარეულებისთვის, მენეჯერებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს სურსათის უსაფრთხოების სწორად დანერგვა და მართვა.

რას ისწავლიან მონაწილეები?

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას:

  • HACCP სისტემის არსი და მნიშვნელობა
  • HACCP-ის 7 ძირითადი პრინციპი
  • საფრთხეების იდენტიფიკაცია (ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური)
  • კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრა (CCP)
  • ტემპერატურის კონტროლი და მონიტორინგის მართვა
  • სისუფთავის, დეზინფექციისა და ჰიგიენის სტანდარტები
  • სურსათის მიღება, შენახვა და დამუშავება სწორი წესებით
  • HACCP დოკუმენტაციის სწორად წარმოება
  • როგორ გავიაროთ შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან
  • პრაქტიკული მაგალითები რეალური ბიზნესებიდან

სერტიფიკატი

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს HACCP სისტემის ცოდნას და მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.

რეგისტრაცია

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:

👉 გადადით ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას

—რეგისტრაცია—

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია:

  • კვების ობიექტების მფლობელებსა და თანამშრომლებს
  • მზარეულებსა და ტექნოლოგებს
  • დამწყებ მეწარმეებს
  • სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს

რატომ არის ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი?

HACCP-ის სწორად დანერგვა:

✔ ამცირებს სურსათთან დაკავშირებულ რისკებს
✔ იცავს მომხმარებლის ჯანმრთელობას
✔ ამარტივებს სახელმწიფო შემოწმებების გავლას
✔ ზრდის ბიზნესის სანდოობასა და რეპუტაციას

არ გაუშვათ შანსი მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა და გახდით სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამცველი!

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

Scroll to Top