შპს “საქართველოს ჰასპის ალიანსი” და პროფესიული სასწავლებელი “ბლექსი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ, რომლის ფარგლებში „ბლექსი“-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ შეისწავლონ HACCP-ის (სურსათის უვნებლობის) საფუძვლები.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსის“ მიერ და არ წარმოადგენს არანაირ ფინანსურ ვალდებულებას პროფესიული სასწავლებლისთვის ან სტუდენტებისთვის.
რა მოიცავს თანამშრომლობა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე:
-
„ბლექსი“-ს სტუდენტები გაივლიან 1-თვიან უფასო სასწავლო კურსს HACCP-ის მიმართულებით
-
სწავლება განხორციელდება პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამით
-
სასწავლო პროცესი დაეფუძნება ავტორის წიგნს – „HACCP – პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიზნესისთვის“
-
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“-ს მიერ
პროექტის მთავარი მიზანი
პროექტის მიზანია:
-
სტუდენტებისთვის სურსათის უვნებლობის საბაზისო ცოდნის გადაცემა
-
HACCP სისტემის რეალური მნიშვნელობის სწორად გააზრება
-
მომავალი სპეციალისტების პროფესიული მზადყოფნის გაზრდა
-
დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება
აღნიშნული ინიციატივა ემსახურება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებას, არამედ პრაქტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე კვების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
სოციალური პასუხისმგებლობა და გრძელვადიანი ხედვა
შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსისთვის“ ეს თანამშრომლობა წარმოადგენს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილს. კომპანიის ხედვაა, რომ:
სურსათის უვნებლობა იწყება განათლებით და ცნობიერების ამაღლებით.
პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა ქმნის საფუძველს:
-
უსაფრთხო კვების კულტურის გაძლიერებისთვის
-
ახალგაზრდა კადრების სწორად მომზადებისთვის
-
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
ეს პარტნიორობა წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორმა და საგანმანათლებლო დაწესებულებამ ერთობლივად იმუშაონ საზოგადოების სასარგებლოდ. შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსი“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას სურსათის უვნებლობის მიმართულებით და მომავალშიც გეგმავს მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებს საქართველოს მასშტაბით.
